აშშ-ის დაზვერვა: ღაზაში საავადმყოფოს დაბომბვისას 100-დან 300-მდე ადამიანი დაიღუპა
აშშ-ის დაზვერვის წინასწარი შეფასებით, ღაზის სექტორში საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების შედეგად 100-დან 300-მდე ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ CNN-ი სადაზვერვო სააგენტოების მომზადებულ წინასწარ დასკვნაზე დაყრდნობით იუწყება.
მათივე ცნობით, საავადმყოფოს მხოლოდ მსუბუქი სტრუქტურული დაზიანება აქვს მიყენებული, ხოლო თავდასხმაზე პასუხისმგებელი არ არის ისრაელი.
„ისრაელს სავარაუდოდ, არ დაუბომბავს ღაზის სექტორის საავადმყოფო: ჩვენ ვმსჯელობთ, რომ ისრაელი არ იყო აფეთქებაზე პასუხისმგებელი, რომელმაც ღაზის სექტორში მდებარე „ალ აჰლის“ საავადმყოფოში 17 ოქტომბერს ასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა“, – ნათქვამია შეფასებაში.