ისრაელის თავდაცვის ძალების ახალი მონაცემებით, ღაზაში მყოფი 203 მძევლიდან 30-მდე ბავშვი და ახალგაზრდაა, ხოლო 10-20 მოხუცია.
გარდა ამისა, კიდევ 100-დან 200-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, რომელთა ბედი ამჟამად უცნობია.
ისრაელის არმია მიიჩნევს, რომ ღაზაში დაკავებული მძევლების უმრავლესობა ცოცხალია, თუმცა რამდენიმე ცხედარი „ჰამასის“ ტერორისტებმა წაიღეს.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო. თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.