მედია: ღაზაში „ჰამასის“ უსაფრთხოების ძალების ხელმძღვანელი მოკლეს
ღაზაში „ჰამასის“ უსაფრთხოების ძალების ხელმძღვანელი, ჯეჰად მჰეიზენი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი „ჰამასთან“ დაკავშირებულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ დაიღუპნენ ჯეჰად მჰეიზენის ოჯახის წევრები.
გარდა ამისა, გვიან ღამით მოკლეს „ჰამასის“ თანადამფუძნებლის, აბდელ აზიზ ალ-რანტისის ქვრივი, ჯამილა ალ-შანტი.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო. თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.