ღაზადან ისრაელის ქალაქ აშკელონის მიმართულებით სარაკეტო იერიში განხორციელდა
ისრაელის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ აშკელონზე, 15-საათიანი სიმშვიდის შემდეგ, სარაკეტო იერიში განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე, არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, „ჰამასის“ მიერ უკრაინის წინააღმდეგ 7 ოქტომბერს განხორციელებული მოულოდნელი თავდასხმის შედეგად 1 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები, ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ისრაელი, საპასუხოდ, ღაზაზე საჰაერო იერიშებს ახორციელებს.