“საავადმყოფომ ისრაელისგან მიიღო სამი შეტყობინება ევაკუაციის შესახებ” – იერუსალიმის ეკლესიების წინამძღოლებმა ღაზაში, საავადმყოფოს დაბომბვა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად შეაფასეს
იერუსალიმის ეკლესიების წინამძღოლებმა ღაზას სექტორში, ალ-აჰლის საავადმყოფოს დაბომბვას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდეს,- ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ENS ავრცელებს.
ანგლიკანური ეკლესიის არქიეპისკოპოსი ჰოსამ ნაუმი, ვინც ხელმძღვანელობდა იერუსალიმის საეპისკოპოსო ეპარქიას, რომელიც მართავს ღაზის ალ-აჰლი ალ-არაბის საავადმყოფოს, ამბობს, რომ საავადმყოფო და ეკლესიები რეგიონში დარჩება ღია ხალხისთვის თავშესაფრის საძიებლად. მან ასევე თქვა, რომ საავადმყოფომ ისრაელისგან მიიღო სამი შეტყობინება ევაკუაციის შესახებ, აფეთქებამდე, თუმცა არ დაუკონკრეტებია, იყო თუ არა ეს გაფრთხილებები პირდაპირ კავშირში აფეთქებასთან.
პალესტინური მხარის ცნობით, ალ-აჰლის საავადმყოფოს დაბომბვას 471 ადამიანი ემსხვერპლა. ისინი ამბობენ, რომ საავადმყოფო ისრაელმა დაბომბა, ისრაელის ხელისუფლება ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ საავადმყოფოს ტერიტორიაზე „ისლამური ჯიჰადის“ “უვარგისი” რაკეტა ჩავარდა.