მდინარე ენგურში მამაკაცი დაიხრჩო.

53 წლის ბონდო რუხაია ენგურჰესის მახლობლად მაშინ დაიხრჩო, როდესაც მდინარე ენგურიდან ჩამოტანილ მორებს ნავით აგროვებდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ნავი გადაუბრუნდა.
შეტყობინება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამაშველო სამსახურმა 02:00 საათზე მიიღო, სამუშაოები კი 06:00 საათიდან დაიწყო. დაახლოებით 08:00 საათისთვის ცხედარი მყვინთავებმა იპოვეს.
როგორც მაშველი გიორგი ცხადაია აცხადებს, სამძებრო სამუშაოებს წყალში დაბალი ხილვადობა უშლიდა ხელს, თუმცა ცხედრის პოვნა გადაბრუნებული ნავის ადგილმდებარეობის საშუალებით მოხერხდა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცავები და რუხაიას ახლობლები იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები