ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში „ჰამასის“ ტყვეობაში, სულ მცირე, 203 ადამიანი იმყოფება.
მძევლებს შორის არიან ბავშვები, ფესტივალის მონაწილეები, სამშვიდობო აქტივისტები, მოხუცები და ჯარისკაცები.
მათივე ინფორმაციით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე კონფლიქტის შედეგად, სულ მცირე, 306 ჯარისკაცი დაიღუპა.
ამასთან, ადგილობრივი მედიის ცნობით, სამხრეთ ისრაელის კიბუც ნირ-ოზიდან დაკარგული ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები 12 წლის გოგონა, ნოია დანი და მისი 80 წლის ბებია არიან. აქამდე ფიქრობდნენ, რომ ბებია და შვილიშვილი ღაზაში „ჰამასის“ ტყვეობაში იმყოფებოდნენ.