ბერლინში პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა – დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე
ბერლინში პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. მედიის ცნობით, პოლიციამ დემონსტრანტებს პალესტინელების მიმართ სოლიდარობის გამოხატვის უფლება არ მისცა.
პოლიციამ პოტსდამერ პლაცზე მომიტინგეებს სთხოვა დაეტოვებინათ მოედანი იმ მოტივით, რომ მსგავსი აქციები წინა გადაწყვეტილების საფუძველზე აიკრძალა.
დროდადრო იყო შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის.
პოლიციამ რამდენიმე აქციის მონაწილე დააკავა, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს.