ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასულ ღამეს „ჰამასის“ ასობით ინფრასტრუქტურული ობიექტი გაანადგურეს – ლიკვიდირებულია 10-ზე მეტი ტერორისტი

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გასული ღამის განმავლობაში „ჰამასის“ ასობით ინფრასტრუქტურული ობიექტი გაანადგურეს.

მათივე ცნობით, ღაზას სექტორზე თავდასხმები გრძელდება.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამიზნეებს შორის იყო რაკეტების გაშვების პუნქტები, გვირაბები, სადაზვერვო ინფრასტრუქტურა, ოპერატიული შტაბები და სათავო ოფისები.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღამის განმავლობაში შეძლეს ათზე მეტი ტერორისტის ლიკვიდაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები