გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი ისრაელში ჩავიდა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი თელ-ავივში ჩაფრინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის „არმიის რადიო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, რიში სუნაკი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდება.
ბრიტანეთის პრემიერი ახლო აღმოსავლეთს ორდღიანი ვიზიტით ეწვია, რომლის ფარგლებში რეგიონის სხვა ქვეყნებშიც ჩავა.
დაუნინგ სთრითის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რიში სუნაკი გამოხატავს თანაგრძნობას ისრაელსა და ღაზაში ჰამასის თავდასხმების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო. პრემიერ-მინისტრი ასევე მოითხოვს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მარშრუტი რაც შეიძლება მალე გაიხსნას და ასევე, იქ მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცეთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები