რუსეთი ღაზას 27 ტონა ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის
რუსეთი ღაზას 27 ტონა ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, რუსეთმა ღაზას სექტორის მოსახლეობას ძირითადად სურსათი გაუგზავნა.
„სპეციალური თვითმფრინავი აფრინდა რამენსკოეში მდებარე აეროპორტიდან ეგვიპტის ქალაქ ელ-არიშის მიმართულებით. რუსული ჰუმანიტარული დახმარება გადაეცემა „ეგვიპტურ წითელ ნახევარმთვარეს“, რათა ღაზის სექტორში გაიგზავნოს“, – ნათქვამია რუსეთის საგარო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.