აშშ „ჰამასის“ ათ მთავარ წევრს სანქციებს უწესებს
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები „ჰამასის“ ათ მთავარ წევრს სანქციებს უწესებს.
„ეს პირები მხარს უჭერდნენ „ჰამასსა“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს, რაც საშუალებას აძლევდა „ჰამასს“, განეხორციელებინა თავისი სასტიკი ტერორიზმი, როგორიცაა თავდასხმა ისრაელზე“, – ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.
მათივე განმარტებით, სანქციები მიმართულია „ჰამასის“ ტერორისტებისა და მათი მხარდამჭერი ქსელისკენ და არა პალესტინელებისკენ.