აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზისთვის დახმარების მიწოდებისთვის ჰუმანიტარულ პაუზას ითვალისწინებდა, ვეტო დაადო

აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც ღაზის სექტორისთვის დახმარების მიწოდებისთვის ჰუმანიტარულ პაუზას ითვალისწინებდა, ვეტო დაადო.

ჯო ბაიდენის ისრაელში დღევანდელი ვიზიტის შემდეგ, შეერთებული შტატების ელჩმა, ლინდა თომას გრინფილდმა განაცხადა, რომ ამერიკელების მტკიცებით, ადგილზე დიპლომატიური ძალისხმევის განსახორციელებლად მეტი დროა საჭირო.

ელჩის თქმით, აშშ იმედგაცრუებულია, რომ რეზოლუციაში არ იყო ნახსენები ისრაელის თავდაცვის უფლება.

რუსეთმა აშშ „თვალთმაქცობასა და ორმაგ სტანდარტებში“ დაადანაშაულა, ჩინეთის ელჩმა კი განაცხადა, რომ ვაშინგტონის ვეტოთი შოკირებული და იმედგაცრუებულია.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო. თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები