აშშ-მა გადაწყვიტა, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მიმდინარე პროტესტის ფონზე, თურქეთის ქალაქ ადანაში საკონსულო განუსაზღვრელი ვადით დახუროს.
ამის შესახებ ინფორმაცია ანკარას საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
თავდაპირველად, შეერთებული შტატები საკონსულოს ერთი დღით დახურვას გეგმავდა, თუმცა, თურქეთის მასშტაბით მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსალოდნელი „დიდი“ დემონსტრაციების გამო, გადაწყვეტილება შეცვალა.
ცნობისთვის, 17 ოქტომბერს ღაზის ცენტრში მდებარე საავადმყოფოზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ლიბანში, სირიაში, ირანში, ეგვიპტეში, იორდანიაში, ერაყსა და თურქეთში პალესტინის მხარდამჭერი პროტესტი დაიწყო.
თურქული მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა ადანაში აშშ-ის საკონსულოს შენობას ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს.