ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის მეთაური: ჩვენ ვიბრძოლებთ, მაგრამ დავრჩებით ადამიანებად

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური, ჰერცი ჰალევი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომი ხანმოკლე არ იქნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ „ჰეზბოლას“ ტერორისტული ჯგუფი ბრძოლას კიდევ შეუერთდება.

„ჩვენ ვმუშაობთ წესების მიხედვით. ჩვენ გაბრაზებული ვართ, მაგრამ თავი ხელში აგვყავს. ვიბრძვით მტკიცედ და ვრჩებით ადამიანებად, განსხვავებით მეორე მხარისგან, რომელიც ცხოველივით იბრძვის. ეს არ იქნება ხანმოკლე და შეიძლება, დაგვჭირდეს ბრძოლის გაფართოებაც, თუკი ბრძოლას სხვა მტერი შეუერთდება, მაგრამ ჩვენ გვეცოდინება, როგორ გავფართოვდეთ“, – აღნიშნა გენშტაბის მეთაურმა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო. თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები