ბაიდენმა ისრაელი დატოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელი დატოვა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ბაიდენმა ქვეყანაში დაახლოებით 8 საათი გაატარა და ამ დროის განმავლობაში შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და მისი მთავრობის წევრებს.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო. თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები