ისრაელი აცხადებს, რომ ეგვიპტიდან ღაზაში გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას არ შეაფერხებს

A view of trucks carrying humanitarian aid for Palestinians, as they wait for the re-opening of the Rafah border crossing to enter Gaza, amid the ongoing conflict between Israel and the Palestinian Islamist group Hamas, in the city of Al-Arish, Sinai peninsula, Egypt, October 16, 2023. REUTERS/Stringer

ისრაელი აცხადებს, რომ ეგვიპტიდან ღაზაში გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას არ შეაფერხებს. ამის შესახებ BBC-ი წერს.

„ისრაელი არ შეაფერხებს ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, თუ ეს იქნება მხოლოდ საკვები, წყალი და მედიკამენტები ღაზის სექტორის სამხრეთით მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის“, – ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ღაზა ისრაელიდან არანაირ ჰუმანიტარულ დახმარებას არ მიიღებს იქამდე, სანამ მძევლები არ გათავისუფლდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები