დმიტრო კულება: ზელენსკის ისრაელში ვიზიტზე უარი არ უთხრეს – თავს უარყოფილად არ ვგრძნობთ

ზელენსკის ისრაელში ვიზიტზე უარი არ უთხრეს, არამედ თარიღების შეთანხმება სთხოვეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ იტალიური გამოცემა la Repubblica-ს განუცხადა.

„თავს უარყოფილად არ ვგრძნობთ. მათთან [ისრაელთან] ვიზიტი „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ეგრევე განვიხილეთ და მათ გვითხრეს, რომ დალოდება მოგვიწევს. მაშინ თელ-ავივში არცერთ უცხო ლიდერს არ ელოდნენ. ახლა ფაზა შეიცვალა“, – განაცხადა კულებამ.

ცნობისთვის, აქამდე ისრაელის მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ “ჰამასის” თავდასხმის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა – ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოლიდარობის ნიშნად ისრაელში ვიზიტი მოითხოვა, მაგრამ მას უთხრეს, რომ “დრო ჯერ შესაბამისი არ არის.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები