ბერლინში სინაგოგას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით დაესხნენ თავს

ბერლინში სინაგოგას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით დაესხნენ თავს, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ადგილობრივმა პოლიციამ ინციდენტი უკვე დაადასტურა.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა კატეგორიულად დაგმო სინაგოგაზე თავდასხმა და განაცხადა, რომ ის შეძრწუნებულია და რომ გერმანია არასდროს შეურიგდება ებრაულ ინსტიტუტებზე თავდასხმებს.

ამასთან, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გერმანიის პოლიციამ ებრაული ინსტიტუტების დაცვა გააძლიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები