ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში მიემგზავრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოს 11 სექტემბერს ეწვევა. აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, გაიმართება საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა. შემდეგ კი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციის წევრებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს. “ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ–მინისტრის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, როგორც პირისპირ, ისე – გაფართოებულ ფორმატში. ირაკლი ღარიბაშვილი ესტუმრება ალიევის ცენტრს და ძველი ქალაქის ქუჩებში გაისეირნებს. საქართველოს დელეგაცია პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას 12 სექტემბერს დატოვებს. დელეგაციაში ასევე შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ვიცე–პრემიერი კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სავალან მირზოევი, პარლამენტის წევრები, ზურაბ ტყემალაძე და მახირ დარზიევი, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე”,- ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები