ირანის პრეზიდენტი: აშშ-ისრაელის ბომბების ალი მალე შთანთქავს სიონისტებს
აშშ-ისრაელის ბომბების ალი მალე შთანთქავს სიონისტებს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა.
ირანის პრეზიდენტი გამოეხმაურა ღაზას სექტორში ალ-აჰლის საავადმყოფოს შენობის დაბომბვას, რასაც, სულ მცირე, 500 ადამიანი ემსხვერპლა.
„ამერიკა-ისრაელის ბომბების ალი, რომელიც ღაზას ალ-აჰლის ბაპტისტურ საავადმყოფოში ჩაგრული და დაშავებული პალესტინელების თავზე ჩამოაგდეს, მალე შთანთქავს სიონისტებს“, – განაცხადა ებრაჰიმ რაისიმ.
პალესტინელები და ირანი ღაზაში საავადმყოფოს შენობის დაბომბვაში ისრაელს ადანაშაულებენ, ისრაელში კი აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე „ისლამური ჯიჰადის“ მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა.