“ჰამასის” ლიდერი: ღაზაში დაღვრილი სისხლი ამაოდ არ დაიხარჯება, საავადმყოფოზე დარტყმა შეუმჩნეველად არ ჩაივლის
“ჰამასის” ლიდერი, ისმაილ ჰანია არაბული და ისლამური ერების ხალხს მოუწოდებს გავიდნენ და დაგმონ ლხოცვა-ჟლეტა, სისასტიკე და დანაშაულები”.
მისივე თქმით, ღაზას საავადმყოფოზე დარტყმა შეუმჩნეველად არ ჩაივლის.
“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ღაზაში დაღვრილი სისხლი ამაოდ არ დაიხარჯება და რომ ღაზას საავადმყოფოზე დარტყმა შეუმჩნეველად არ ჩაივლის. მოვუწოდებ არაბული და ისლამური ერების ყველა ხალხს, გავიდნენ ახლა და დაგმონ ეს ხოცვა-ჟლეტა, ეს სისასტიკე, ეს დანაშაულები. გამოდით ყველა დედაქალაქებში, ყველა ქალაქში, ამოიღეთ ხმა, რომ მტრის ქმედებები შეწყდეს. ჩვენ ვწერთ ისტორიას, ჩვენი ხალხისა და ერის დიდების მომდევნო ფურცელს”, – განაცხადა ისმაილ ჰანიამ.