ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა. პრეზიდენტს აეროპორტში ისრაელის პრემიერმინისტრი – ბენიამინ ნეთანიაჰუ დახვდა.
მედიის ინფორმაციით, ბაიდენი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მთავრობის სხვა ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელში ვიზიტისას „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ამერიკელების ოჯახის წევრებს შეხვდება.