„ეს ყველაფერი პოლიტიკური პლატფორმის ლიდერის ადგილის დაკავების მცდელობაა“ – გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილზე
“იდეა, რომ ოპოზიცია გარეთ იდგეს, ხალხი მოიყვანონ და სალომე ზურაბიშვილი გახდეს ლიდერი, ჩადებული იყო თავიდანვე მის ქმედებებში”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„არ ვიცი, პრეზიდენტს ოპოზიციის ახალ ლიდერად ვიხილავთ თუ არა, მაგრამ ჩვენ თვალწინ იმდენი რამ მოხდა – ეს საზღვარგარეთ ვოიაჟი, 26 მაისის სკანდალური განცხადება, ამ ფონზე მისი განცხადება, რომ საქართველომ სტატუსი უნდა მიიღოს, ოღონდ მთავრობამ არ უნდა მიიღოს. განცხადებები, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. იდეა, რომ ოპოზიცია გარეთ იდგეს, ხალხი მოიყვანონ და იგი გახდეს ლიდერი, ეს ჩადებული იყო თავიდანვე (მის ქმედებებშ). მისი მხრიდან ეს ყველაფერი პოლიტიკური პლატფორმის ლიდერის ადგილის დაკავების მცდელობაა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში ხვალ გაიმართება. მსჯელობა 12:00 საათზე დაიწყება.