პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად გოგა კიკილაშვილი და ლევან ნემსაძე აირჩია.
პარლამენტის ინფორმაციით, დადგენილების პროექტებს გოგა კიკილაშვილის და ლევან ნემსაძის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებად არჩევის თაობაზე 90-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მათთან ერთად კიდევ ორ კანდიდატს უყარეს კენჭი, თუმცა რუსუდან კვინიკაძემ და ნინო ნიშნიანიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მიიღეს.