NBC News: აშშ 2000-მდე სამხედროს ისრაელის შესაძლო მხარდაჭერისთვის ამზადებს

დაახლოებით 2000 ამერიკელი ჯარისკაცი ემზადება ისრაელ-“ჰამასის” ომის საპასუხოდ დისლოცირებისთვის, – ამის შესახებ NBC News-ი თავდაცვის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, შესაძლოა, სამხედროები ისრაელში ან ღაზის სექტორში არ ჩავიდნენ, თუმცა, მოსალოდნელია მათი ბაზირება ახლომდებარე ქვეყანაში.

„ჯარი ჯერ არსად არ იგზავნება, არც ისრაელში და არც – ღაზაში. თუ სამხედროები გადაადგილდებიან, ეს იქნება ახლომდებარე ქვეყანაში დისლოცირება, რათა მოემზადონ ისრაელის მხარდასაჭერად ჰამასის წინააღმდეგ ომში, – თქვა თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა“, – წერს NBC News-ი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები