იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქი სურვილს გამოთქვამს, “ჰამასის” დატყვევებულ ისრაელელ ბავშვებს ჩაენაცვლოს
იერუსალიმის პატრიარქმა, კარდინალმა პიერბატისტა პიცაბალამ განაცხადა, რომ მზად არის, “ჰამასის” დატყვევებულ ისრაელელ ბავშვებს ჩაენაცვლოს.
“მე მზად ვარ ყველაფრისთვის, რაც ბავშვებს გაათავისუფლებს. სრულ მზადყოფნაში ვარ.
პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არის მძევლების გათავისუფლების მცდელობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეჩერების გზა არ იქნება. ჩვენ მზად ვართ – დავეხმაროთ, თუნდაც პირადად მე“, – განაცხადა პატრიარქმა.
მანვე აღნიშნა, რომ მას და მის ოფისს ჯერ არ ჰქონიათ პირდაპირი კონტაქტი ჰამასთან, მებრძოლ ისლამისტურ დაჯგუფებასთან, რომელიც თავს დაესხა ისრაელს 7 ოქტომბერს და დაიღუპა 1300 ადამიანი.