პუტინი ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა,- ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ტასი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთში საერთაშორისო ფორუმის „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ ფარგლებში იმყოფება, რომელიც 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გარდა ამისა, ფორუმის ფარგლებში, ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას გამართავს და მონაწილეობას მიიღებს ოფიციალურ ცერემონიაში. ასევე, გაიმართება რუსულ-ჩინური მოლაპარაკებები, რის შემდეგაც პუტინი ფორუმის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები