ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელს ოთხშაბათს ეწვევა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„ისრაელში ვიზიტისას ბაიდენი მიიღებს ყოვლისმომცველ ინფორმაციას ომის მიზნებისა და სტრატეგიის შესახებ“, – თქვა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ბაიდენი ისრაელის მხრიდან მოისმენს, როგორ წარმართავს ოპერაციებს ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და ჰუმანიტარულმა დახმარებამ მიაღწიოს პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობამდე ღაზის სექტორში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები