პუტინმა ისრაელის პრემიერთან სატელეფონო საუბარი გამართა
კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა და ისრაელსა და ღაზაში არსებული სიტუაცია განიხილა.
როგორც კრემლის განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის პრეზიდენტმა „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმების დროს დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და დაგმო ნებისმიერი ქმედება, რომლის მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობაა, მათ შორის ქალები და ბავშვები.
ამასთან, პუტინმა ნეთანიაჰუს რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ განუცხადა, რომლებიც „მიზნად ისახავს სიტუაციის ნორმალიზებას, შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებას და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებას“.