ისრაელის დაზვერვის მინისტრი: არ მოვისვენებთ, სანამ „ჰამასი“ ღაზას არ დატოვებს

ისრაელის დაზვერვის მინისტრმა, გილა გამლიელმა განაცხადა, რომ მთავრობა არ მოისვენებს მანამ, სანამ „ჰამასი“, რომელსაც მან „მონსტრები“ უწოდა, ღაზას არ დატოვებს.

როგორც მან BBC-ის გადაცემაში Newshour-თან საუბრისას აღნიშნა, პალესტინის ანკლავში ისრაელის ინტერვენციის პირველი ნაბიჯი ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოების აღდგენა იქნება.

გამლიელმა აღიარა, რომ მთავრობამ 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს თავისი მოქალაქეები ვერ დაიცვა, თუმცა, მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს ომის დასრულების შემდეგ განიხილავენ და დაზარალებულებს ბოდიშს მოუხდიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები