IDF: თავდაცვის ძალებმა ქალაქ ხან-იუნისში „ჰამასის“ დაზვერვის ხელმძღვანელი მოკლეს
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ღაზის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხან-იუნისში „ჰამასის“ დაზვერვის რეგიონალური ხელმძღვანელი მოკლეს.
IDF თავდასხმის შესახებ დამატებით დეტალებს არ ავრცელებს, მათ შორის არ კონკრეტდება მოკლულის სახელი.
გარდა ამისა, სამხედროები აქვეყნებენ ვიდეოების სერიას, სადაც ნაჩვენებია თავდასხმები ღაზის სექტორში.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო.
თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.