ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში დაშავებულთა რაოდენობამ 4 100-ს გადააჭარბა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, ისრაელში 4 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

უწყების ცნობით, სამხრეთ ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაშავებულთა საერთო რაოდენობა 4 121-ს შეადგენს.

ამ დროისთვის ჰოსპიტალში 344 დაჭრილი რჩება, მათგან 82-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 178-ის საშუალო სიმძიმის და 81-ის – მსუბუქი სიმძიმისაა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო.

თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები