რიში სუნაკი: მხარს ვუჭერთ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი და შეაჩეროს შემდგომი შემოსევები“, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის მტკიცებით, ეს ყველაფერი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად უნდა გაკეთდეს.

„როგორც მეგობარი, ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის მხარდაჭერას და მოვუწოდებთ, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა სუნაკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები