მამა, დედა და მათი სამი შვილი – „ჰამასის“ წევრებმა ისინი საწოლში ჩაცხრილეს

ავივი – 54 წლის, ლივნათი – 49 წლის, როტამი -19 წლის, იონათანი -17 წლის და იფთაჰი – 15 წლის… „ჰამასის“ ტერორისტებმა  ისინი საკუთარ სახლში 7 ოქტომბერს დახოცეს.

თავდაპირველად ოჯახი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მეზობლებმა ისინი საწოლში ჩახუტებულები იპოვეს. მამა – ავივი – მათ გადარჩენას ცდილობდა და ზევიდან ეფარებოდა.

ლივნათი, რომელსაც ამ თვეში 50 წლის იუბილე უნდა აღენიშნა, გრაფიკული დიზაინერი იყო. ავივი კონსალტინგური ფირმის დირექტორის მოადგილე გახლდათ და ასევე, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით იყო დაკავებული.
ქალიშვილი – როტამი – ჯარში მსახურობდა და ახალწვეულებს ასწავლიდა. ვაჟები – იონათანი და აიფთაჰი – სკოლა-ინტერნატის მოსწავლეები და კალათბურთეები იყვნენ.

„ისინი შესანიშნავი ბავშვები იყვნენ, უზარმაზარი გულით. მათ მთელი ცხოვრება წინ ჰქონდათ“, – განუცხადა ებრაულ გამოცემას ბავშვების დეიდამ, ადი ლევი სალამამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები