CNN-ის ცნობით, ისრაელი უარყოფს ინფორმაციას, რომ დღეს რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გახსნა იგეგმება

CNN-ის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნის შესახებ ღაზასა და ეგვიპტეს შორის რაიმე შეთანხმება არსებობს.

„ამ დროისთვის ღაზას სექტორში არ მოქმედებს არც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და არც ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უცხოელების გასვლის სანაცვლოდ“, – განუცხადეს CNN-ს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში.

განცხადება გაავრცელა „ჰამასმაც“, სადაც აღნიშნულია, რომ ეგვიპტიდან არ მიუღიათ დადასტურება რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის შესაძლო გახსნის შესახებ.

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნა იგეგმებოდა, რომელიც ღაზას ეგვიპტესთან აკავშირებს. ამასთან, Reuters-ის ცნობით, იმისთვის, რომ სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნა შესაძლებელი გახდეს, ისრაელი დღეს დილით, ადგილობრივი დროით 9:00 საათიდან სამხრეთ ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე დასთანხმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები