გერმანია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს ისრაელში, პალესტინასა და ლიბანში არ გაემგზავრონ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, ისრაელში, პალესტინის ტერიტორიებსა და ლიბანში არ გაემგზავრონ.

სამინისტრო, ასევე, მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე აღნიშნულ ტერიტორიებზე იმყოფებიან, თავიანთი მონაცემები გერმანიის მთავრობას მიაწოდონ.

“სიტუაცია კვლავ უკიდურესად არასტაბილურია. მთავრობის კრიზისული ჯგუფი ძალიან ყურადღებით აკვირდება ადგილზე არსებულ მდგომარეობას“, – ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები