უკრაინული მედია: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რეგიონები დაბომბეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რეგიონები დაბომბეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ ხარკოვის რეგიონში იზიუმის რაიონის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამავე ინფორმაციით, რუსეთის არმიამ დასახლებული პუნქტი დაბომბა.
გასული დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა უპილოტო აპარატებით და რეაქტიული სისტემებით იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს რეგიონზე. უკრაინის არმიის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის არმიასთან 60-მდე შეტაკება მოხდა. მთლიანობაში კი რუსმა სამხედროებმა 2 სარაკეტო და 43 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.