AP: ბომბის მუქარის მიღების გამო, ლუვრის მუზეუმსა და ვერსალის სასახლეში ევაკუაცია განხორციელდა
პარიზში, ლუვრის მუზეუმსა და ვერსალის სასახლეში ვიზიტორებისა და პერსონალის ევაკუაცია მოხდა მას შემდეგ, რაც ბომბის არსებობის შესახებ გახდა ცნობილი.
ინფორმაციას AP ავრცელებს.
საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანაში უსაფრთხოების მაღალი დონე გამოაცხადა.