ხერსონისა და დონეცკის ოლქების დაბომბვის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი
უკრაინაში, ხერსონისა და დონეცკის ოლქებში სარაკეტო თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქ ბერისლავში რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმებს 60 წლის ქალი ემსხვერპლა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, იერიში გამთენიისას დაიწყო, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლი.