IDF მოუწოდებს ღაზას მოსახლეობას დატოვონ ჩრდილოეთ ღაზას სექტორი ევაკუაციის დერეფნების გამოყენებით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე
სამხედროების მთავარმა სპიკერმა, კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ IDF ემზადება ღაზას სექტორში პალესტინელი ტერორისტების წინააღმდეგ მიმდინარე ომის შემდეგი ეტაპისთვის და ანკლავის ჩრდილოეთით მყოფ პალესტინელებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.
„ჩვენ განლაგებული ვართ და სრულად მომზადებულები ვართ ომის შემდეგი ეტაპებისთვის,” – თქვა ჰაგარიმ პრესკონფერენციაზე.
ისრაელის მირ გავრცელებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ ევაკუაციის დერეფნების გამოყენება შესაძლებელი იქნება 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.