ნეთანიაჰუ: ჩვენ ძლიერად დავარტყით „ჰამასს“, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია
ჩვენ გავანადგურებთ „ჰამასს“ და გავიმარჯვებთ, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ დავასრულებთ ამ ომს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელი უფლებას არ მისცემს მსოფლიოს, რომ ეს სისასტიკე დაივიწყოს.
„დღეს ყველამ იცის, რომ ჩვენ სამშობლოსთვის ლომებივით ვიბრძვით. ჩვენ ყველანი გაერთიანებულნი ვართ. ბევრად მეტი იქნება მოთხრობილი ჩვენი ხალხის გმირობაზე იმ წყეული შაბათის ღრმა ტკივილის ბნელ დღეებში – ისტორიები, რომლებიც დარჩება ისრაელის იდენტობაში. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმ სისასტიკეს, რომელიც ჩვენმა მტრებმა ჩაიდინეს. ჩვენ არასოდეს ვაპატიებთ მათ. არასოდეს მივცემთ უფლებას მსოფლიოს, ან ვინმეს დაივიწყოს ეს სისასტიკე, რომელიც არ ჩაუდენიათ ებრაელი ხალხის მიმართ მრავალი ათწლეულის განმავლობაში.
ჩვენმა მტრებმა ახლახან დაიწყეს ფასის გადახდა. არ დავაკონკრეტებ რა იქნება შემდეგ, მაგრამ გეუბნებით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ უზრუნველვყოფთ ომის გაგრძელებას ისრაელში მეტი საბრძოლო მასალისა და იარაღის შემოტანით. ჩვენ გავანადგურებთ „ჰამასს“ და გავიმარჯვებთ. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ დავასრულებთ ამ ომს უფრო ძლიერად, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.