თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს შეიარაღება გაუგზავნა

FILE PHOTO: The White House is seen at sunset on U.S. President Joe Biden's first day in office in Washington, U.S., January 20, 2021. REUTERS/Erin Scott

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველად, ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში პირდაპირ დაადანაშაულა.

ვაშინგტონის ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეელებმა რუსებს 1 000-ზე მეტი კონტეინერით, სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა გაუგზავნეს.

თეთრი სახლის განცხადებით, 7 სექტემბრიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ტვირთი გადაიტანა ჩრდილოეთ კორეის საბრძოლო მასალის საწყობიდან რუსეთის პორტში, საიდანაც ის რუსეთის სამხედრო საწყობში გადაიტანეს.

თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ვიზუალური მასალები, რომლებიც ამერიკელების თქმით, აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს.

„ჩვენ ვგმობთ ამ სამხედრო აღჭურვილობის რუსეთისთვის მიწოდებას, რომელიც გამოყენებული იქნება უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად და რუსეთის უკანონო ომის გასაგრძელებლად“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯონ კირბიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები