ანტონიო გუტერეში: ღაზის სექტორში ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჯანმრთელობის სისტემა დაშლის პირასაა. მორგები გადატვირთულია, 11 ჯანდაცვის მუშაკი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჯანდაცვის ობიექტებზე 34 თავდასხმა მოხდა“, – აღნიშნა გუტერეშმა.

მისი თქმით, ღაზის სექტორის სამხრეთით საავადმყოფოები გადატვირთულია და ჩრდილოეთიდან ათასობით პაციენტის მიღებას ვერ შეძლებს, ხოლო ერთი მილიონი ადამიანის სამხრეთისკენ გადაადგილება უკიდურესად საშიში და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები