არასრულწლოვან პრობაციონერს უფასო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა

   იმერეთის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, არასრულწლოვან პირობით მსჯავრდებულ გიზო ნ. – ს უფასო კომპლექსური სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და შემდგომი მკურნალობა დაენიშნა. ქუთაისის პრობაციის ოფისში აღრიცხვაზე აყვანისას, გიზო ნ. – მ განმარტა, რომ მხედველობის პრობლემა ჰქონდა, გარდა ამისა, სხვა სახის სამედიცინო გამოკვლევასაც საჭიროებდა. პრობაციის ბიუროს თხოვნით, ქუთაისის დ. ლაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის რეგიონულ სასწავლო ცენტრში პირობით მსჯავრდებულს საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაუტარდა. პაციენტს უფასოდ გაუკეთდა თავის ტომოგრაფია და ანალიზები, ჩაუტარდა კონსულტაციები ოფთალმოლოგისა და ნევროპათოლოგის მიერ, რომელთა დანიშნულების მიხედვით გაგრძელდება გიზო ნ-ს მკურნალობის კურსი. პრობაციის ბიუროები, პირობით მსჯავრდებულთა სოციალური დახმარებისა და მათი ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით, კონსტრუქციულად თანამშრომლობენ სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები