პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმებს, სულ მცირე, 1 537 პალესტინელი ემსხვერპლა.
მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის 500 ბავშვი და 267 ქალია.
სამინისტრო ასევე დასძენს, რომ დაშავებულთა რიცხვი 6 612-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო.
თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.