რატი იონათამიშვილი: მივესალმებით ქალბატონი ელჩის ჩამოსვლას საქართველოში – პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი აშშ-ის ახალი ელჩის, რობინ დანიგენის საქართველოში ჩამოსვლას გამოეხმაურა.
“მივესალმებით ქალბატონი ელჩის ჩამოსვლას საქართველოში და იმედს გამოვთქვამთ, რომ ის ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების მეგობრულ ურთიერთობას. დიპლომატიის როლი ერთ-ერთი გადამწყვეტია, ამიტომ, ჩვენ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს”, – აცხადებს იონათამიშვილი.