10 სექტემბერი- ანონსი

11:00 საათზე სასტუმრო „ბეთსიში“, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და გადასახადის გადამხდელთა კავშირი (TPU) პროექტის „საქართველოში სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიები და მათი ეფექტურობის კვლევა – ფოკუსი: სოფლის მეურნეობის სფერო“ საბოლოო პრეზენტაციას გამართავს. მისამართი: მაყაშვილის ქ.32/34 საკონტაქტო ნომერი: 598 21 22 25 ლონდა.

12:00-საათზე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მანანა კობახიძე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის #23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565.

12:00 საათზე, “ჰოლიდეინ ინნ-ში”, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველი“ და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი, სოციოლოგიური კვლევის პრეზენტაციას გამართავს. თემა: „ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესში ჩართულობის მასტიმულირებელი მექანიზმების შემუშავება“.

12:00 საათზე, თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართება.

13:00-საათზე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ბრიფინგს გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის #23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565. 14:00 საათზე, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის წინ, “საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია” პიკეტირებას მოახდენს. პიკეტის მოთხოვნებია: საკანონმდებლო ბაზის შექმნა: სასოფლო–სამეურნეო და ფარმაცევტიული რამოდენიმე სახელმწიფო საწარმოს შექმნის მიზნით. საკონტაქტო ნომერი: 599 91 79 87 თემური 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში, ლია ელიავას წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები