“ჰამასი” აშკელონის დაბომბვით იმუქრება, და მოსახლეობას ტერიტორიის დასატოვებლად 30 წუთს აძლევს
ისრაელის მიერ ღაზას სექტორის დაბომბვის საპასუხოდ “ჰამასი” ქალაქ აშკელონის დაბომბვით იმუქრება.
დაჯგუფების ტელეგრამში ნათქვამია, რომ მოსახლეობამ ქალაქი ადგილობრივი დროით 17:00 საათამდე უნდა დატოვონ.
ისრაელის სამხედროების მონაცემით, 7 ოქტომბრიდან ღაზადან ისრაელის მიმართულებით 4500-ზე მეტი რაკეტაა გაშვებული.