“პარლამენტარის მიცემული ხმა უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და საზოგადოებისათვის ნათლად წარმოსადეგი, სწორედ ამ მიმართულებით მივდივართ” – ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტი მუშაობს ცვლილებებზე, რომ პარლამენტარის მიერ მიცემული ხმა იყოს გამჭვირვალე.

„პარლამენტარიზმისათვის დამახასიათებელია, რომ პარლამენტარის მიცემული ხმა ნებისმიერ საკითხზე, იყოს ღია, გამჭვირვალე და საზოგადოებისათვის ნათლად წარმოსადეგი. სწორედ ამ მიმართულებით მივდივართ ჩვენც. ერთადერთი რჩება პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა ფარული კენჭისყრით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის საკონსტიტუციო ჩანაწერი და მას ჩვენ რა თქმა უნდა, ვერ შევცვლით“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები ბიუროს უკვე წარედგინა. პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების არჩევისა და გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება. ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი, ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს.
კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები